ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

მედია

თვალი ადევნეთ ფონდის საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და მნიშვნელოვან სიახლეებს ქვეყნის მასშტაბით

Image alt text

ფოკაში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან მდებარე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტი ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის არსებული ინფრასტრუქტურის განახლებათან ერთად ითვალისწინებს ახალი ობიექტების მოწყობას. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფარავნის ტბის სანაპიროზე არსებულ ღია სანათლავს, მოეწყობა მისასვლელი გზები და საფეხმავლო ბილიკები, განახლდება მდინარე ფარავნის სათავე ნაგებობა, ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.

პროექტი ასევე მოიცავს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული და ახალი სანიტარული კვანძების მოწყობას, მათ შორის განსკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას, ავტოსადგომის სივრცის მოწესრიგებას, გარე განათებისა და ელექტრომომარაგების ქსელის რეაბილიტაციას.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაგეგმილია მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული შენობებისა და საინჟინრო სისტემების განახლება, ასევე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდება და მიზნად ისახავს ფოკის დედათა მონასტრის მიმდებარე სივრცის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

წაიკითხე

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

Image alt text

მცხეთის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ნინოწმინდის, ბორჯომისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.

პროექტების ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 200 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდება, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის ბაღები კი 50-50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

სამივე სოფელში, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა და ბავშვების საჭიროებებისთვის აუცილებელი სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

პროექტების განხორციელების შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები თანამედროვე, უსაფრთხო და ბავშვებზე მორგებული სკოლამდელი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

წაიკითხე

Image alt text

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერები გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის ტენდერები გამოაცხადა.

პროექტები სოფელ ჯურუყვეთსა და სოფელ შრომისუბანში 50-50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების აშენებას ითვალისწინებს.

დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს შექმნის.

პროექტები მოიცავს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისთვის საჭირო სივრცეებისა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

წაიკითხე

Image alt text

თბილისში №179 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №179 საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

მშენებლობის პროცესს ადგილზე მუნიციპალური განავითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, მისი მოადგილე ქვარა ჩართოლანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს წევრი, ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარი ვაჟა კოკია გაეცნენ.

ახალი სკოლა 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვას, ისე მოსწავლეთა ფიზიკურ, შემოქმედებით და სოციალურ განვითარებას.

სკოლის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2028 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

წაიკითხე

Image alt text

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

სკოლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.

შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სასადილო სივრცე.

სოფელ ტალავერის სკოლის ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ღია, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი და გარე სივრცეები.

ახალი სკოლის შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, უსაფრთხოების ნორმებს და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

წაიკითხე

Image alt text

თელავში, ახმეტასა და ყვარელში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, მოადგილესთან, შოთა ანდრიაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში საფებურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

თელავის, ახმეტისა და ყვარლის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები მოიცავს ხელოვნურსაფარიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავარჯიშო სტადიონებს, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს და სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

გარდა ამისა, სამივე სტადიონზე გათვალისწინებულია განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა, რაც მოედნების გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტ თანამედროვე ტექნიკურ ცენტრსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სპორტული შესაძლებლობების განვითარებას.

წაიკითხე

Image alt text

ხაშურშისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღები აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურის N2 და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.

ხაშურის N2 ბაღი გათვლილი იქნება 200 ბავშვზე, სოფელ ბალღოჯიანის ბაღი კი 50 სკოლამდელ აღსაზრდელს მიიღებს.

ფონდის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

საბავშვო ბაღებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის სათამაშო, მოსასვენებელი ოთახების, სამზარეულოს და გარე სივრცის მოწყობა.

პროექტების დასრულების შედეგად, ბავშვებისთვის შეიქმნება უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

წაიკითხე