27 ნოემბერი, 2026
რუსთავში №25 და №11 საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, რუსთავში ახლად გახსნილი ორი საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
450 ბავშვზე გათვლილი №25 და 300 ბავშვზე გათვლილი №11 საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება 12,2 მილიონ ლარს შეადგენს.
ორივე საბავშვო ბაღში მოეწყო სკოლამდელი აღზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სათამაშო და მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულოები და კეთილმოწყობილი გარე სივრცეები.
ახლად გახსნილი საბავშვო ბაღები ბავშვებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს, რაც რუსთავში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
გაზიარება