ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

ვინ ვართ ჩვენ

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1997 წელს დაარსდა. ფონდი საქართველოში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. ფონდი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო.

მუნიციპალური განვითარების ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 
 
ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა: ქალაქების ურბანული განახლება, ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მიუსაფარი ცხოველებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საბაგირო გზების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება, სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციების (PPI) მხარდამჭერი კომპონენტის გაძლიერება.