21 ნოემბერი, 2026
გიორგი შონია ვანში, აბაშასა და ქუთაისში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესს გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია ვანში, აბაშასა და ქუთაისში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
სამივე ქალაქში მიმდინარეობს 300 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონების მშენებლობა. პროექტები ასევე ითვალისწინებს სპორტსმენებისთვის აუცილებელი ტექნიკური შენობებისა და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობას.
ვანის, აბაშისა და ქუთაისის ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამო, კონტრაქტორ კომპანიას შენიშვნები მიეცა და მათი გამოსწორება დაევალა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ ტექნიკურ ცენტრსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სპორტულ აქტივობებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
გაზიარება