ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

26 ნოემბერი, 2026

აბასთუმნის ობსერვატორიის განახლება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორ ალექსანდრე თევზაძესთან ერთად, ობსერვატორიის ძველი შენობა დაათვალიერა და მისი რეაბილიტაციისა და ობსერვატორიის ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა განიხილა.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისად, რეაბილიტაციისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მისი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების შენარჩუნებას.

ისტორიული შენობის რეაბილიტაცია ობსერვატორიის ინფრასტრუქტურის განახლების მომდევნო ეტაპია.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა წინა წლებში უკვე განახორციელა ობსერვატორიის ახალი შენობის რეაბილიტაცია. 2024 წელს კი ობსერვატორიაში თანამედროვე, 1,5-მეტრიანი ტელესკოპი და ახალი გუმბათი დამონტაჟდა.