ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

21 ნოემბერი, 2026

ჟინვალის საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის აღდგენის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სკოლის ძირითადი ინფრასტრუქტურა,შენობის სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები კი მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად.

სკოლაში ასევე განახლდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.

ჟინვალის სკოლის რეაბილიტაციის შედეგად, მოზარდები სწავლას განაგრძობენ უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში.