ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 13 ივლისი, 2026

ვადა: 20 ივლისი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260040557

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და დეფექტური აქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების (CPV-45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულება, პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივლისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების, სპეციფიკაციების და სხვა მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება,

 დანართი N2-ის (ხარჯთაღრიცხვა) მიხედვით;
 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
 ფინანსური შესაძლებლობების დამადასტურებლად მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. ფოტოფიქსაცია;
3. გეგმა გრაფიკი;
4. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
5. დანართი N3 - ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნიმუში;
6. დანართი N4 - საავანსო გარანტიის ნიმუში;
7. დანართი N5 - გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები;
8. დანართი N6 - მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია;
9. მოთხოვნები პრეტენდენტისადმი;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა -თელავში „ზუზუმბოს“ პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ თელავში „ზუზუმბოს“ პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა სახის ხელის ხელსაწყოები: ლაზერული მანძილმზომი, საზომი რულეტი, კერნის ამომჭრელი, შტანგელ ფარგალი, შმიდტის ჩაქუჩი, გონიო, სიბრტყის საზომი და თარაზო

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ 206074193) ესაჭიროება, სხვადასხვა სახის სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის - ხელის ხელსაწყოების (CPV44500000) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება- მშენებლობის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების Design-Build - პროექტირება მშენებლობის (CPV-45200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად