გამოქვეყნებულია 24 აგვისტო, 2026
ვადა: 31 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა - ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ცოცხნარაში ადგილობრივი ნაწარმის და კვების პროდუქტების რეალიზაციისათვის საჭირო სავაჭრო სივრცის მოწყობის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260049783
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, (Design-Build მეთოდით) ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ცოცხნარაში (ს/კ 69.10.54.725; 69.10.54.726) ადგილობრივი ნაწარმის და კვების პროდუქტების რეალიზაციისათვის საჭირო სავაჭრო სივრცის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. სპეციფიკაციები;
2. გაანგარიშება;
3. გეგმა-გრაფიკი;
4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
5. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
6. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
7. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
8. კონსტრუქციები;
9. გენ-გეგმები;
გადადით ბმულზე
გაზიარება