გამოქვეყნებულია 21 აგვისტო, 2026
ვადა: 31 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა - (Design-Build მეთოდით) სკოლების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260049381
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) სკოლების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
ბაზრის კვლევა გამოცხადებულია 4 სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუმცა პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თითოეული სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი დამოუკიდებლად.
პოტენციური მიმწოდებელი არ არის ვალდებული განაფასოს დანართი N2 - ფასების ცხრილის ყველა პოზიცია, პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია განაფასოს მისთვის საინტერესო ერთი, რამდენიმე ან ყველა შესყიდვის ობიექტი.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. სპეციფიკაციები;
2. კალკულაცია;
3. პრეისკურანტი;
4. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
5. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
6. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
7. ექსპერტიზის დასკვნები;
გადადით ბმულზე
გაზიარება