გამოქვეყნებულია 7 ივლისი, 2026
ვადა: 15 ივლისი, 2026
ბაზრის კვლევა - მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260039410
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და მწარმოებლის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივლისის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად და შემოთავაზებული მწარმოებლის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N3-ით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად თანხის მითითებით.
შესყიდვისას, შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, წერილობითი დავალებით განსაზღრვრული მისაწოდებელი მოდულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. დანართი N3 - მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია.
გადადით ბმულზე
გაზიარება