ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 ოქტომბერი, 2026

ვადა: 15 ოქტომბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260059506

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ 86.19.27.141) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს
20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების
უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები;
3. პრეისკურანტი;
4. კალკულაცია;
5. კონსტრუქციული ნაწილი და სხვა თანხმლები სპეციფიკაციები;
6. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
7. დანართი N3 - გამოცდილება (რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის
გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს
დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

22 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

29 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში, N157 საჯარო სკოლის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის გადატანისათვის საჭირო პროექტირებისა და შესაბამისი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა N35-ში მდებარე N157 საჯარო სკოლის (ს/კ: N01.17.10.003.028) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის (ს/კ: N01.01.834) გადატანისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

21 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

28 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ფონდში არსებულ ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობა FortiGate-201F - ფაერვოლის ერთ წლიანი ლიცენზიის (CPV48200000) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ 206074193) ესაჭიროება, ფონდში არსებულ ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობა FortiGate-201F - ფაერვოლის ერთ წლიანი ლიცენზიის (CPV48200000) სახელმწიფო შესყიდვა ქსელში გამართულად მუშაობისთვის.

გამოქვეყნებულია

21 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

28 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად