გამოქვეყნებულია 21 ოქტომბერი, 2026
ვადა: 28 ოქტომბერი, 2026
ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში, N157 საჯარო სკოლის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის გადატანისათვის საჭირო პროექტირებისა და შესაბამისი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260062662
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა N35-ში მდებარე N157 საჯარო სკოლის (ს/კ: N01.17.10.003.028) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის (ს/კ: N01.01.834) გადატანისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულება, პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ, შეთავაზება დანართი N2 - ფასის ცხრილის გათვალისიწნებით.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1.1 - შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წერილი და სქემატური ნახაზი;
3. დანართი N1.2 - სქემატური ნახაზი;
4. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
5. დანართი N3 - გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები (რაც იქნება მოთხოვნილი
აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის
ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
გადადით ბმულზე
გაზიარება