ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 1 სექტემბერი, 2026

ვადა: 8 სექტემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ტრიბუნების Design-Build - რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ტრიბუნების Design-Build - რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდეტის ზოგადი გამოცდილება.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ბიუჯეტი;
3. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ 86.19.27.141) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

15 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

13 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260021002 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

9 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად