გამოქვეყნებულია 31 აგვისტო, 2026
ვადა: 7 სექტემბერი, 2026
ბაზრის კვლევა - ქალაქ ბათუმში მდებარე არსებული სარაგბო კომპლექსის რეაბილიტაციისათვის, ახალი შენობების და მოედნების მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build) ქალაქ ბათუმში მდებარე არსებული სარაგბო კომპლექსის რეაბილიტაციისათვის, ახალი შენობების და მოედნების მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდეტის ზოგადი გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2 - ფასის ცხრილის მიხედვით, ელექტრონულად დადასტურებული.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები;
3. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
4. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
5. საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილის ინსპექტირების აქტი, არსებული ტრიბუნების არქიტექტურული ნაწილი, არქიტექტურული ნაწილი - ნაწილი 1, არქიტექტურული ნაწილი - ნაწილი 2, კონსტრუქციული ნაწილი, კონსტრუქციული გაანგარიშებები, წყალმომარაგება- წყალარინება - ნაწილი 1, წყალმომარაგება-წყალარინება - ნაწილი 2, ელექტროობა, სუსტი დენები, გათბობა-გაგრილება და ვენტილაცია, ვერტიკალური გეგმარება და მოცულობათა უწყისი.
გადადით ბმულზე
გაზიარება