ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 26 აგვისტო, 2026

ვადა: 4 სექტემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - სკოლების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260050360

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) სკოლების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას. 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

ბაზრის კვლევა გამოცხადებულია 7 (შვიდი) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუმცა პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თითოეულ სკოლაზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება დამოუკიდებლად. 

პოტენციური მიმწოდებელი არ არის ვალდებული განაფასოს დანართი N2 - ფასების ცხრილის ყველა პოზიცია, პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია განაფასოს მისთვის საინტერესო ერთი, რამდენიმე ან ყველა შესყიდვის ობიექტი. 

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

 ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge. 

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 140858 - ნინო ნათენაძე.

დამატებითი დოკუმენტაცია: 

1. ტექნიკური დავალება; 

2. სპეციფიკაციები;

 3. კალკულაცია; 

4. პრეისკურანტი; 

5. დანართი N2 - ფასების ცხრილი;

 6. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას); 

7. ექსპერტიზის დასკვნები

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქალაქ ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქალაქ ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

27 აგვისტო, 2026

ძალაშია

4 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დეტალური პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

27 აგვისტო, 2026

ძალაშია

31 აგვისტო, 2026

იხილე სრულად