გამოქვეყნებულია 27 აგვისტო, 2026
ვადა: 4 სექტემბერი, 2026
ბაზრის კვლევა - ქალაქ ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260050618
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქალაქ ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. ბიუჯეტის გაანგარიშება;
4. გეგმა-გრაფიკი;
5. დანართიN3-პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება, (რაც იქნება მოთხოვნილი
აღნიშნული მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში);
6. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;
გადადით ბმულზე
გაზიარება