გამოქვეყნებულია 17 ივლისი, 2026
ვადა: 31 ივლისი, 2026
ბაზრის კვლევა - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260041746
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ნოდარ დუმბაძის სახელობის
მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დეტალური
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 )
სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო
ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები -პრეტენდენტის და პერსონალის გამოცდილება და ფინანსური
მდგრადობა;
4. დანართი N4 - ბიუჯეტის გაანგარიშება;
5. დანართი N5 - სპეციფიკაციები;
6. გეგმა გრაფიკი;
7. გთხოვთ, საპროექტო დოკუმენტაცია და სხვა სპეციფიკაციები იხილოთ ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1M2KkrHbY1DqYAVGQ2XjCXZycWnmA-Eon/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1REYGZwUfTYP_1qvSyCG57HlLL5nT4n6f/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1FM7zqyyKrsBnKKLiDcdIQmBH0BKi0wvZ/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1UzsCWvwiC2TzFbtCCp5_E4opnXJeMHYG/view?usp=sharing
გადადით ბმულზე
გაზიარება