ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 17 ივლისი, 2026

ვადა: 27 ივლისი, 2026

ბაზრის კვლევა - თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების განხორციელების პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260041729

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების განხორციელების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. (CPV-71421000 - მომსახურებები გამწვანების სფეროში).

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.  

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების  I ეტაპის  ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 27 ივლისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე). 

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge. კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 

599 13 34 12 - ნინო გოგია

დამატებითი დოკუმენტაცია: 

  1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება; 
  2. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
  3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება; 
  4. კონცეფცია;
  5. გაანგარიშება;
  6. გეგმა-გრაფიკი.

    გადაით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

16 ივლისი, 2026

ძალაშია

23 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სოფელ იანეულში და სოფელ მამათში საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეულში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

16 ივლისი, 2026

ძალაშია

23 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სოფლებში - საქობო,ზემო გურგენიანი და სოფელი შაქრიანი - საბავშვო ბაღისთვის, საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოსა და სოფელ ზემო გურგენიანში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში - 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

16 ივლისი, 2026

ძალაშია

23 ივლისი, 2026

იხილე სრულად