ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 25 ივნისი, 2026

ვადა: 2 ივლისი, 2026

ბაზრის კვლევა - (Design-Build მეთოდით) ბაღდათში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის, პადელის მოედნებისა და ჩოგბურთის კორტების, სოფელ გუმბრაში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის და ქალაქ ქუთაისში, რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260037107

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქალაქ ბაღდათში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის, პადელის მოედნებისა და ჩოგბურთის კორტების, სოფელ გუმბრაში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის და ქალაქ ქუთაისში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 02 ივლისის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად, (ელექტრონულად დადასტურებული).

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).


ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.


დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება -ბაღდათის სტადიონი-პადელი და კორტები;
2. ტექნიკური დავალება - ქუთაისის რაგბის სტადიონი;
3. ტექნიკური დავალება - წყალტუბოს რაგბის სტადიონი;
4. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
5. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ
ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
6. რაგბის სტადიონის საფარის სპეციფიკაციები;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000052, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, შემეცნებით-ტურისტული სივრცის და საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო –სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

24 ივნისი, 2026

ძალაშია

27 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში, ჩაიკოვსკის ქ. N9-ში მდებარე, N42-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში, ჩაიკოვსკის ქ. N9-ში მდებარე, N42-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ივნისი, 2026

ძალაშია

26 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ინტერნეტ ქსელისთვის: ქსელის კაბელი indoor AWG: 24, 100% CCA Cat5e UTP, საკაბელო არხიები, პაჩკორდი, რეკი, ჯეკმეიკერ, კაბელის კონექტორი და სხვა მასალების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დ. აღმაშენებლის გამზ.N150-ში მდებარე ფონდის ოფისში ინტერნეტ კავშირის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სახის ინვენტარის - ინტერნეტ ქსელისთვის: ქსელის კაბელი indoor AWG: 24, 100% CCA Cat5e UTP, საკაბელო არხიები, პაჩკორდი, რეკი, ჯეკმეიკერ, კაბელის კონექტორი და სხვა მასალების (CPV31300000, CPV32400000, CPV32500000, CPV44300000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

23 ივნისი, 2026

ძალაშია

30 ივნისი, 2026

იხილე სრულად