გამოქვეყნებულია 24 ივნისი, 2026
ვადა: 26 ივნისი, 2026
ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში, ჩაიკოვსკის ქ. N9-ში მდებარე, N42-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260036597
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში, ჩაიკოვსკის ქ. N9-ში მდებარე, N42-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 ივნისის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით).
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
3. დანართი N3 - პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება, (რაც იქნება მოთხოვნილი
აღნიშნული მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში);
4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;
გადადით ბმულზე
გაზიარება