ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 15 ივნისი, 2026

ვადა: 22 ივნისი, 2026

ბაზრის კვლევა - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირების და მის საფუძველზე მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260034593

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტების მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 ივნისის 12:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 -ბაზრის კვლევის ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები
3. დანართი N1 - სამუშაოთა ჩამონათვალი;
4. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
5. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ


ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში, ჩაიკოვსკის ქ. N9-ში მდებარე, N42-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში, ჩაიკოვსკის ქ. N9-ში მდებარე, N42-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ივნისი, 2026

ძალაშია

26 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ინტერნეტ ქსელისთვის: ქსელის კაბელი indoor AWG: 24, 100% CCA Cat5e UTP, საკაბელო არხიები, პაჩკორდი, რეკი, ჯეკმეიკერ, კაბელის კონექტორი და სხვა მასალების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დ. აღმაშენებლის გამზ.N150-ში მდებარე ფონდის ოფისში ინტერნეტ კავშირის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სახის ინვენტარის - ინტერნეტ ქსელისთვის: ქსელის კაბელი indoor AWG: 24, 100% CCA Cat5e UTP, საკაბელო არხიები, პაჩკორდი, რეკი, ჯეკმეიკერ, კაბელის კონექტორი და სხვა მასალების (CPV31300000, CPV32400000, CPV32500000, CPV44300000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

23 ივნისი, 2026

ძალაშია

30 ივნისი, 2026

იხილე სრულად