ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 4 მარტი, 2026

ვადა: 11 მარტი, 2026

ბაზრის კვლევა - 3 ერთეული ინვენტორული ტექნოლოგიის კონდენციონერის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ფონდის ადმინისტრაციულ შენობაში დ. აღმაშენებლის გამზირი N150, 3 ერთეული (ერთი ერთეული 12000 BTU და ორი ერთეული 9000 BTU ) ინვენტორული ტექნოლოგიის კონდენციონერის (CPV-42512200) შესყიდვას.
 
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება. ფასი უნდა მოიცავდეს:
ფასი მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისჩათვლით;
 
ძველი კონდენციონერის დემონტაჟის თანხის გათვალისწინებით;
 
ახალი კონდენციონერის მონტაჟის თანხის გათვალისწინებით.
 
მიწოდება: უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
 
შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტს უნდა ქონდეს საგარანტიო ვადა არანაკლებ 1 (ერთი) წელი.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 მარტის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ წინადადება/შემოთავაზება: დანართი N1-ის შესაბამისად.
 
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
 
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858
- ნინო ნათენაძე
 
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ფასების ცხრილი;
 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ერთ ლოტად ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლისა და ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ერთ ლოტად ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლისა და ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

30 სექტემბერი, 2026

ძალაშია

7 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია - წინასაკვალიფიკაციო შერჩევა საქართველოს 10 სკოლის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებისთვის (I კლასტერი - 5 ლოტი)“

ქვეყანა: საქართველო; წინადადების წარმოდგენის ვადა: 2 ნოემბერი, 2026; სათაური: „საქართველოს მასშტაბით 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (I კლასტერი - 5 ლოტი)“ ტენდერის No.: BMZ-No. 201970433, 302000909, KfW Procurement No.: 514323; პროგრამის დასახელება: ღია პროგრამა ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში; შეტყობინების ტიპი: ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია;

გამოქვეყნებულია

28 სექტემბერი, 2026

ძალაშია

2 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად