ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 15 იანვარი, 2026

ვადა: 30 იანვარი, 2026

ბაზრის კვლევა - ქალაქ თბილისში 2000 მაყურებელზე გათვლილი ერთმოედნიანი ბუნებრივსაფარიანი რაგბის სტადიონის მშენებლობისთვის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ქალაქ თბილისში 2000 მაყურებელზე გათვლილი ერთმოედნიანი ბუნებრივსაფარიანი რაგბის სტადიონის მშენებლობისთვის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვას.    შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით). 

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე) მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით (PDF ფაილის ფორმატში), სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mdf@procurement.gov.ge   

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=18470&lang=ge


სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია (დარჩენილი სამუშაოები) (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი, საქართველო)

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (the Asian Development Bank) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის (დარჩენილი სამუშაოები) (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი, საქართველო) განსახორციელებლად.

გამოქვეყნებულია

8 სექტემბერი, 2026

ძალაშია

20 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. წნორის ატრაქციონების პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000081  ქ. წნორის ატრაქციონების პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

7 სექტემბერი, 2026

ძალაშია

10 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად