ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 17 სექტემბერი, 2026

ვადა: 1 ოქტომბერი, 2026

ბაზრის კვლევა - აღმოსავლეთ საქართველოში ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260055012

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო (CPV-44600000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტს /საქონლის მწარმოებლის გამოცდილება.

შესყიდვის ფარგლებში, მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, შემსყიდველის მიერ მიცემული კონკრეტული წერილობითი დავალებით (შეკვეთით)
განსაზღვრული საქონლისა და თანმდევი მომსახურების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება - დანართი N2 - ფასის ცხრილის და პრეტენდენტის/საქონლის მწარმოებლის გამოცდილების დანართი N3 - შესაბამისად


ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. საორიენტაციო ლოკაციები;
3. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
4. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება
მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე ს საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000084 ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე ს საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

18 სექტემბერი, 2026

ძალაშია

16 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დასავლეთ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო (CPV-44600000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 სექტემბერი, 2026

ძალაშია

1 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონების ელექტრონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამონტაჟო-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ელექტრონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის დეტალური სამონტაჟო-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45300000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

15 სექტემბერი, 2026

ძალაშია

22 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად