ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 13 იანვარი, 2026

ვადა: 27 იანვარი, 2026

ბაზრის კვლევა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის - სკოლ(ებ)ის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის - სკოლ(ებ)ის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სკოლის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების  მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას. 

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის - სკოლ(ებ)ის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სკოლის დიზაინ - პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 27 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.  კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 593 72 73 05.  დანართები:  1. ტექნიკური დავალება; 2. ბაზრის კვლევის ცხრილი.  

 

 https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=17521&lang=ge

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ 86.19.27.141) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

15 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

13 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260021002 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

9 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად