ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 9 სექტემბერი, 2025

ვადა: 9 სექტემბერი, 2025

ბაზრის კვლევა - 150 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღ(ებ)ის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბერს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/5310

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ერთ ლოტად ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლისა და ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ერთ ლოტად ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლისა და ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

30 სექტემბერი, 2026

ძალაშია

7 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია - წინასაკვალიფიკაციო შერჩევა საქართველოს 10 სკოლის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებისთვის (I კლასტერი - 5 ლოტი)“

ქვეყანა: საქართველო; წინადადების წარმოდგენის ვადა: 2 ნოემბერი, 2026; სათაური: „საქართველოს მასშტაბით 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (I კლასტერი - 5 ლოტი)“ ტენდერის No.: BMZ-No. 201970433, 302000909, KfW Procurement No.: 514323; პროგრამის დასახელება: ღია პროგრამა ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში; შეტყობინების ტიპი: ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია;

გამოქვეყნებულია

28 სექტემბერი, 2026

ძალაშია

2 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად