ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 9 სექტემბერი, 2025

ვადა: 9 სექტემბერი, 2025

ბაზრის კვლევა - 100 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღ(ებ)ის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბერს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/5311

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირი 150 ზ. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, I II III IV სართულებზე საოფისე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შესყიდვა

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს.კ: 206074193) გეგმავს, 2027 წლისთვის ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირი 150 ზ. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, I II III IV სართულებზე საოფისე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების (CPV 63100000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

25 ნოემბერი, 2026

ძალაშია

3 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სენაკის მუნიციპალიტეტში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის Design-Build მეთოდით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ. 44.01.28.1018 და 44.01.28.1071) არსებული შენობის დემონტაჟს (საჭიროების შემთხვევაში) და რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების Design-Build მეთოდით, (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ნოემბერი, 2026

ძალაშია

2 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში, მე-19 ქუჩა, N1-ში მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის Design–Build მეთოდით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში, მე-19 ქუჩა, N1-ში (ს.კ. 20.34.02.018 ) მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების Design–Build მეთოდით (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ნოემბერი, 2026

ძალაშია

30 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად