ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 24 ნოემბერი, 2026

ვადა: 30 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში, მე-19 ქუჩა, N1-ში მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის Design–Build მეთოდით სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260072905

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში, მე-19 ქუჩა, N1-ში (ს.კ. 20.34.02.018 ) მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების Design–Build მეთოდით (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.

მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო
ნათენაძე.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები;
3. პრეისკურანტი;
4. კალკულაცია;
5. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
6. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია
და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის
ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
7. ექსპერტიზის დასკვნა N004803326.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირი 150 ზ. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, I II III IV სართულებზე საოფისე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შესყიდვა

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს.კ: 206074193) გეგმავს, 2027 წლისთვის ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირი 150 ზ. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, I II III IV სართულებზე საოფისე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების (CPV 63100000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

25 ნოემბერი, 2026

ძალაშია

3 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სენაკის მუნიციპალიტეტში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის Design-Build მეთოდით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ. 44.01.28.1018 და 44.01.28.1071) არსებული შენობის დემონტაჟს (საჭიროების შემთხვევაში) და რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების Design-Build მეთოდით, (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ნოემბერი, 2026

ძალაშია

2 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების (CPV- 80500000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

20 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად