ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 9 სექტემბერი, 2025

ვადა: 9 სექტემბერი, 2025

ბაზრის კვლევა - ქალაქ სენაკში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე სპორტული კომპლექსის - საცურაო აუზის მშენებლობისთვის პროექტორება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ სენაკში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე სპორტული კომპლექსის - საცურაო აუზის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV 71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ სენაკში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე სპორტული კომპლექსის - საცურაო აუზის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 10 სექტემბერს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/5180

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია - წინასაკვალიფიკაციო შერჩევა საქართველოს 10 სკოლის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებისთვის (I კლასტერი - 5 ლოტი)“

ქვეყანა: საქართველო; წინადადების წარმოდგენის ვადა: 2 ნოემბერი, 2026; სათაური: „საქართველოს მასშტაბით 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (I კლასტერი - 5 ლოტი)“ ტენდერის No.: BMZ-No. 201970433, 302000909, KfW Procurement No.: 514323; პროგრამის დასახელება: ღია პროგრამა ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში; შეტყობინების ტიპი: ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია;

გამოქვეყნებულია

28 სექტემბერი, 2026

ძალაშია

2 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე ს საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000084 ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე ს საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

18 სექტემბერი, 2026

ძალაშია

16 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში და სოფელ ნაქალაქარში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღებისთვის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260019341 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით), თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში (ს/კ: 73.09.24.1019) და სოფელ ნაქალაქარში (ს/კ: 73.11.25.638, 73.11.25.637) 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

14 სექტემბერი, 2026

ძალაშია

9 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად