ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 8 აგვისტო, 2025

ვადა: 8 აგვისტო, 2025

ბაზრის კვლევა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 12 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/4847

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

10 ივნისი, 2026

ძალაშია

17 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

9 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, (Design-Build მეთოდით) დასავლეთ საქართველოს (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

9 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივნისი, 2026

იხილე სრულად