ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 ივლისი, 2025

ვადა: 8 აგვისტო, 2025

ბაზრის კვლევა - ქ. გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV 71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 6 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/4788

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ერთ ლოტად ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლისა და ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ერთ ლოტად ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლისა და ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

30 სექტემბერი, 2026

ძალაშია

7 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია - წინასაკვალიფიკაციო შერჩევა საქართველოს 10 სკოლის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებისთვის (I კლასტერი - 5 ლოტი)“

ქვეყანა: საქართველო; წინადადების წარმოდგენის ვადა: 2 ნოემბერი, 2026; სათაური: „საქართველოს მასშტაბით 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (I კლასტერი - 5 ლოტი)“ ტენდერის No.: BMZ-No. 201970433, 302000909, KfW Procurement No.: 514323; პროგრამის დასახელება: ღია პროგრამა ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში; შეტყობინების ტიპი: ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია;

გამოქვეყნებულია

28 სექტემბერი, 2026

ძალაშია

2 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად