ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 ივლისი, 2025

ვადა: 7 ივლისი, 2025

ბაზრის კვლევა - სენაკში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას II კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. სენაკში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას II კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV 71200000)  შესყიდვას.  

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. სენაკში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას II კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 29 ივლისისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.  დანართები:

 

1. ტექნიკური დავალება;

 

2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

 

https://research.spa.ge/ka/research/4723

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

22 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

29 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში, N157 საჯარო სკოლის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის გადატანისათვის საჭირო პროექტირებისა და შესაბამისი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა N35-ში მდებარე N157 საჯარო სკოლის (ს/კ: N01.17.10.003.028) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის (ს/კ: N01.01.834) გადატანისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

21 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

28 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ფონდში არსებულ ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობა FortiGate-201F - ფაერვოლის ერთ წლიანი ლიცენზიის (CPV48200000) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ 206074193) ესაჭიროება, ფონდში არსებულ ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობა FortiGate-201F - ფაერვოლის ერთ წლიანი ლიცენზიის (CPV48200000) სახელმწიფო შესყიდვა ქსელში გამართულად მუშაობისთვის.

გამოქვეყნებულია

21 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

28 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად