ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 ივლისი, 2025

ვადა: 7 ივლისი, 2025

ბაზრის კვლევა - თელავში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. თელავში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV 71200000)  შესყიდვას.

 

 შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. თელავში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 29 ივლისისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126. დანართები:

 

1. ტექნიკური დავალება;

 

2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

 

https://research.spa.ge/ka/research/4725

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია - წინასაკვალიფიკაციო შერჩევა საქართველოს 10 სკოლის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებისთვის (I კლასტერი - 5 ლოტი)“

ქვეყანა: საქართველო; წინადადების წარმოდგენის ვადა: 2 ნოემბერი, 2026; სათაური: „საქართველოს მასშტაბით 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (I კლასტერი - 5 ლოტი)“ ტენდერის No.: BMZ-No. 201970433, 302000909, KfW Procurement No.: 514323; პროგრამის დასახელება: ღია პროგრამა ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში; შეტყობინების ტიპი: ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია;

გამოქვეყნებულია

28 სექტემბერი, 2026

ძალაშია

2 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე ს საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000084 ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე ს საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

18 სექტემბერი, 2026

ძალაშია

16 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში და სოფელ ნაქალაქარში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღებისთვის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260019341 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით), თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში (ს/კ: 73.09.24.1019) და სოფელ ნაქალაქარში (ს/კ: 73.11.25.638, 73.11.25.637) 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

14 სექტემბერი, 2026

ძალაშია

9 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად