ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 6 ივნისი, 2025

ვადა: 7 ივლისი, 2025

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება - ბაზრის კვლევა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.   
 
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით) და მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა).
 
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 11 ივლისისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით, შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე) და შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .   
 
დანართები:
1.       ტექნიკური დავალება;
2.       ბაზრის კვლევის ცხრილი.

 

 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ 86.19.27.141) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

15 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

13 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260021002 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

9 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად