გამოქვეყნებულია 24 ნოემბერი, 2026
ვადა: 2 დეკემბერი, 2026
ბაზრის კვლევა - სენაკის მუნიციპალიტეტში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის Design-Build მეთოდით სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260072900
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ. 44.01.28.1018 და 44.01.28.1071) არსებული შენობის დემონტაჟს (საჭიროების შემთხვევაში) და რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების Design-Build მეთოდით, (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდეტის ზოგადი გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება - ფასის ცხრილის შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - სპეციფიკაციები;
3. ფასის ცხრილი;
4. არქიტექტურული, საინჟინრო და კონსტრუქციული ნაწილი;
5. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
გადადით ბმულზე
გაზიარება