გამოქვეყნებულია 23 სექტემბერი, 2026
ვადა: 30 სექტემბერი, 2026
ბაზრის კვლევა - მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ელექტრონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის დოკუმენტაციის შემუშავებისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260056371
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ელექტრონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის დეტალური სამონტაჟო-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45300000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდეტის ზოგადი გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
გადადით ბმულზე
გაზიარება