ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 23 სექტემბერი, 2026

ვადა: 28 სექტემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260056370

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის/ადაპტაცია) და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის ავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 913 500.00 (ცხრა ას ცამეტი ათას ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის ფასის ცხრილის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 -
ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1.1;
3. დანართი N1.2;
4. დანართი N1.3;
5. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
6. ბიუჯეტის გაანგარიშება;
7. გეგმა-გრაფიკი;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

22 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

29 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

22 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

29 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში, N157 საჯარო სკოლის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის გადატანისათვის საჭირო პროექტირებისა და შესაბამისი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა N35-ში მდებარე N157 საჯარო სკოლის (ს/კ: N01.17.10.003.028) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის (ს/კ: N01.01.834) გადატანისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

21 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

28 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად