ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 10 სექტემბერი, 2026

ვადა: 17 სექტემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის დეტალური პროექტირების შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260053297

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის/ადაპტაცია) და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) სახელმწიფოშესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის ფასის ცხრილის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 -
ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:

1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1.1;
3. დანართი N1.2;
4. დანართი N1.3;
5. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
6. ბიუჯეტის გაანგარიშება;
7. გეგმა-გრაფიკი;
8. დანართი N3-პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება, (რაც იქნება მოთხოვნილი
აღნიშნული მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში);
9. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;
10. არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო მასალა;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260021449 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

13 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

4 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მეორე კორპუსის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000090 ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა (ეროვნული კატეგორიის, ძეგლი სტატუსის მქონე) და მეორე კორპუსის რესტავრაცია-ადაპტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

12 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

14 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - საქართველოს მუნიციპალიტეტებში (აღმოსავლეთ საქართველო) შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ტექნიკური დავალების დანართი N1-ით განსაზღვრულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში (აღმოსავლეთ საქართველო) შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

გამოქვეყნებულია

12 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

13 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად