ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 27 აგვისტო, 2026

ვადა: 4 სექტემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ქალაქ ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260050618

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქალაქ ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. ბიუჯეტის გაანგარიშება;
4. გეგმა-გრაფიკი;
5. დანართიN3-პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება, (რაც იქნება მოთხოვნილი
აღნიშნული მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში);
6. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ტრიბუნების Design-Build - რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ტრიბუნების Design-Build - რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

1 სექტემბერი, 2026

ძალაშია

8 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - Design-Build მეთოდით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260018200 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

31 აგვისტო, 2026

ძალაშია

21 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ქვეშეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს შემდეგ ელექტრონულ ტენდერს: NAT260018214 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

31 აგვისტო, 2026

ძალაშია

21 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად