გამოქვეყნებულია 17 აგვისტო, 2026
ვადა: 19 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა - თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების (CPV- 80500000) სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260047841
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების (CPV- 80500000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული). ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო ფართის გამოყოფას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
574053535 - ზურაბ მიქიაშვილი
დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება - დანართი N1;
2. ფასების ცხრილი - დანართი N2;
გადადით ბმულზე
გაზიარება