ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 17 აგვისტო, 2026

ვადა: 18 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - სოფელ იანეულში და სოფელ მამათში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260048088

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეულში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.

მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1.დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2.ზოგადი სპეციფიკაციები;
3.დანართი N2 - ფასის ცხრილი;
4.დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
5.გეგმა-გრაფიკი;
6.დეტალური დოკუმენტაცია: საბავშვო ბაღის გათბობა & ვენტილაცია, ეფექტურობის დეკლარაცია, წყალ-კანალიზაცია, ბაღის არქიტექტურა, ელექტროობა, კონსტრუქციები და სუსტი დენები.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - დაბა ფასანაურში სახლების ფასადების, ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობის, საავადმყოფოს რეაბილიტაციისათვის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2026 წლის 17 აგვისტოს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების რესტავრაციისათვის, ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისსათვის, არსებული სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის, ასევე საავადმყოფო შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

გამოქვეყნებულია

17 აგვისტო, 2026

ძალაშია

21 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 აგვისტო, 2026

ძალაშია

21 აგვისტო, 2026

იხილე სრულად