ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 17 აგვისტო, 2026

ვადა: 21 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260048090

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

ბაზრის კვლევა გამოცხადებულია 10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუმცა პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თითოეულ საბავშვო ბაღზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი დამოუკიდებლად.

პოტენციური მიმწოდებელი არ არის ვალდებული განაფასოს დანართი N2 - ფასების ცხრილის ყველა პოზიცია, პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია განაფასოს მისთვის საინტერესო ერთი, რამდენიმე ან ყველა შესყიდვის ობიექტი.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:

1. ტექნიკური დავალება;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ტრიბუნების Design-Build - რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ტრიბუნების Design-Build - რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

1 სექტემბერი, 2026

ძალაშია

8 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - Design-Build მეთოდით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260018200 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

31 აგვისტო, 2026

ძალაშია

21 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ქვეშეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს შემდეგ ელექტრონულ ტენდერს: NAT260018214 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

31 აგვისტო, 2026

ძალაშია

21 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად