გამოქვეყნებულია 7 აგვისტო, 2026
ვადა: 21 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა - თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისის სახელწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N3-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1 - ტექნიკური ნაწილი;
3. დანართი N2 - აკუსტიკური ნაწილი;
4. დანართი N3 - ფასის ცხრილი;
5. დანართი N4 - პრეტენდენტის და პერსონალის გამოცდილება, რაც მოთხოვნილი იქნება აღნიშნული მომსახურების შესაყიდვისას გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში და ამ ეტაპზე არ საჭიროებს რაიმე დოკუმენტაციის წარმოდგენას;
6. ბიუჯეტის გაანგარიშება;
7. გეგმა-გრაფიკი;
8. ნახაზების ელ. ვერსია
გადადით ლინკზე
გაზიარება