ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 აგვისტო, 2026

ვადა: 14 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება- მშენებლობის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების Design-Build - პროექტირება მშენებლობის (CPV-45200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდეტის ზოგადი გამოცდილება.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N3 - ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:

577140858 - ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:

1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;

2. დანართი N2 - სპეციფიკაციები;

3. დანართი N3 - ხარჯთაღრიცხვა;

4. ძირითადი მოთხოვნები;

5. დანართი N4 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - აღმოსავლეთ საქართველოში ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო (CPV-44600000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 სექტემბერი, 2026

ძალაშია

1 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დასავლეთ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო (CPV-44600000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 სექტემბერი, 2026

ძალაშია

1 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონების ელექტრონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამონტაჟო-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების ელექტრონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის დეტალური სამონტაჟო-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45300000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

15 სექტემბერი, 2026

ძალაშია

22 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად