გამოქვეყნებულია 6 აგვისტო, 2026
ვადა: 13 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა - საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში მცირე და დიდი ზომის ხელოვნურსაფარიანი რაგბის (ტიპიური პროექტის მორგებით) მოედნების პროექტირება მშენებლობა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში მცირე და დიდი ზომის ხელოვნურსაფარიანი რაგბის (ტიპიური პროექტის მორგებით) მოედნების პროექტირება მშენებლობის (CPV-45200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდეტის ზოგადი გამოცდილება.
მიმდინარე კვლევა გამოცხადებულია სულ 20 დიდი და მცირე ზობის რაგბის მოედნის Design-Build პროექტირება მშენებლობისთვის.
კვლევის საფუძველზე ზემოხსენებული შესყიდვისთვის ტენდერები გამოცხადდება ცალცალკე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული ლოტების შესაბამისად - 6 (ექვსი) ლოტად, აქედან გამომდინარე შესაძლებელია დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა წინადადება წარმოადგინონ, როგორც ყველა ლოტზე, ისე დაინტერესების შესაბამისად ცალკეულ ლოტებზე შესაბამისი ლოტის ბიუჯეტის განფასებით.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - სპეციფიკაციები;
3. დიდი ზომის მოედნისთვის არქიტექტურა, კონსტრუქციული ნაწილი და საინჟინრო გადაწყვეტა;
4. მცირე ზომის მოედნისთვის არქიტექტურა, კონსტრუქციული ნაწილი და საინჟინრო გადაწყვეტა;
5. სქემატური ნახაზები ლოტი N1, ლოტი N2, ლოტი N3, ლოტი N4 და ლოტი N5-სთვის.
6. ბიუჯეტი/ფასის ცხრილი ლოტი N1, ლოტი N2, ლოტი N3, ლოტი N4, ლოტიN5 და ლოტი N6- სთვის - შესაძლებელია განფასების წარმოდგენა როგორც ყველა ისე ცალკეულ ლოტებზე დაინტერესების შესაბამისად.
7. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
გადადით ლინკზე
გაზიარება