ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 6 აგვისტო, 2026

ვადა: 13 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:
დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
ბაზრის კვლევა გამოცხადებულია 15 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუმცა პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თითოეულ საბავშვო ბაღზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი დამოუკიდებლად.
პოტენციური მიმწოდებელი არ არის ვალდებული განაფასოს დანართი N2 - ფასების ცხრილის ყველა პოზიცია, პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია განაფასოს მისთვის საინტერესო ერთი, რამდენიმე ან ყველა შესყიდვის ობიექტი.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. კალკულაცია
3. პრეისკურანტი
4. დანართი N1 - სპეციფიკაციები
5. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
6. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
7. ექსპერტიზის დასკვნები 

გადადით ლინკზე 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - პადელის კორტების სახელმწიფო შესყიდვას თანმდევი მიწოდებისა და მონტაჟის გათვალისწინებით

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ206074193) გეგმავს პადელის კორტების სახელმწიფო შესყიდვას თანმდევი მიწოდებისა და მონტაჟის გათვალისწინებით. (CPV-37452720)

გამოქვეყნებულია

18 სექტემბერი, 2026

ძალაშია

25 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - აღმოსავლეთ საქართველოში ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო (CPV-44600000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 სექტემბერი, 2026

ძალაშია

1 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დასავლეთ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო (CPV-44600000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 სექტემბერი, 2026

ძალაშია

1 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად