ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 6 აგვისტო, 2026

ვადა: 13 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე მიწის ნაკვეთზე 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.09.15.968) 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 13 აგვისტოს 15:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად.
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები;
3. გეგმა-გრაფიკი;
4. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
5. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
6. დეტალური დოკუმენტაცია: ტოპო, ექსპერტიზები, არქიტექტურა, გათბობა-გაგრილება, გეოლოგია, ელ. მომარაგება, ვერტიკალური გეგმარება, კონსტრუქციები, მოპი და წყალსადენ-კანალიზაცია.

გადადით ლინკზე 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - პადელის კორტების სახელმწიფო შესყიდვას თანმდევი მიწოდებისა და მონტაჟის გათვალისწინებით

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ206074193) გეგმავს პადელის კორტების სახელმწიფო შესყიდვას თანმდევი მიწოდებისა და მონტაჟის გათვალისწინებით. (CPV-37452720)

გამოქვეყნებულია

18 სექტემბერი, 2026

ძალაშია

25 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - აღმოსავლეთ საქართველოში ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო (CPV-44600000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 სექტემბერი, 2026

ძალაშია

1 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დასავლეთ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის ახალი სანიტარული კვანძების მიწოდების/თანმდევი მომსახურებით და მონტაჟით სახელმწიფო (CPV-44600000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 სექტემბერი, 2026

ძალაშია

1 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად