ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 6 აგვისტო, 2026

ვადა: 13 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოსა და სოფელ ზემო გურგენიანში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში - 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოსა და სოფელ ზემო გურგენიანში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში - 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია: 
1. დანართი N1- ტექნიკური დავალება;
2. ზოგადი სპეციფიკაციები
3. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
4. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
5. გეგმა-გრაფიკი;
6. დეტალური დოკუმენტაცია: საბავშვო ბაღის გათბობა & ვენტილაცია, ეფექტურობის დეკლარაცია, წყალ-კანალიზაცია, ბაღის არქიტექტურა, ელექტროობა, კონსტრუქციები და სუსტი დენები.

გადადით ლინკზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სკოლების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) სკოლების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

11 სექტემბერი, 2026

ძალაშია

18 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის დეტალური პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის/ადაპტაცია) და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

10 სექტემბერი, 2026

ძალაშია

17 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად