ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 16 ივლისი, 2026

ვადა: 23 ივლისი, 2026

ბაზრის კვლევა - აჭარის მუნიციპალიტეტში, გონიოს დასახლებაში საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260041406

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) აჭარის მუნიციპალიტეტში, გონიოს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 23 ივლისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად.

მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. ზოგადი სპეციფიკაციები;
3. გეგმა-გრაფიკი;
4. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
5. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
6. დეტალური დოკუმენტაცია: ტოპო, ექსპერტიზები, არქიტექტურა, გათბობა-გაგრილება, გეოლოგია, ელ. მომარაგება, ვერტიკალური გეგმარება, კონსტრუქციები, მოპი და წყალსადენ-კანალიზაცია.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - 2 (ორი) ერთეული ავტომობილისთვის განკუთვნილი მაცივრის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ206074193) ესაჭიროება 2 ერთეული ავტომობილის მაცივრის (CPV39711130) სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.

გამოქვეყნებულია

11 აგვისტო, 2026

ძალაშია

18 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260016830 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

11 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260016822 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

11 აგვისტო, 2026

ძალაშია

2 აგვისტო, 2026

იხილე სრულად