ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 6 ივლისი, 2026

ვადა: 14 ივლისი, 2026

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260039078

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების
ფარგლებში, (Design-Build მეთოდით) დასავლეთ საქართველოს (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი,
გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე
ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების
სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის
სავარაუდო ღირებულება და პოტენციური მიმწოდებლის/პრეტენდენტის ზოგადი გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის
ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის
საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის
14 ივლისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით
წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ხარჯთაღრიცხვის ცხრილის შესაბამისად.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1 - სპეციფიკაციები;
3. დანართი N2 - ხარჯთაღრიცხვა;
4. დანართი N3 - გამოცდილება (რაც მოთხოვნილი იქნება სატენდერო პროცედურებისას);
5. ლოკაციების ჩამონათვალი;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

22 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

29 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ასაწყობ-მოდულური ტიპის სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

22 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

29 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში, N157 საჯარო სკოლის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის გადატანისათვის საჭირო პროექტირებისა და შესაბამისი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა N35-ში მდებარე N157 საჯარო სკოლის (ს/კ: N01.17.10.003.028) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის (ს/კ: N01.01.834) გადატანისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

21 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

28 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად